თბილისის N178 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი სანახაობა
15-03-2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

საგანგებოდ გამოწყობილმა მეორეკლასელებმა, სადღესასწაულოდ მორთულ სცენაზე, დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა დადგეს და კლასის დამრიგებლის - მანანა აფხაზაშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღე დედებსა და პედაგოგებს ასე შთამბეჭდავად მიულოცეს.

„ემოციებით სავსე დღე... შვილების კარგად ყოფნით იხარეთ და იბედნიერეთ“, - ასე ახასიათებს ღონისძიებას პედაგოგი მანანა აფხაზაშვილი და მოსწავლეთა მშობლებს ამ ლამაზ დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203