ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
15-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

11 მარტს, X კლასის მოსწავლე ლიზი ჟიჟავაძემ და VIII კლასის მოსწავლეებმა - ნინია ჯინჭარაძემ,  მარიამ ესელიძემ, ანანო მჟავანაძემ, ლიზი ქათამაძემ, ელენე თხილაიშვილმა, ანრი მოწყობილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ხალხური მედიცინა - ქართული კულტურის საგანძური“.  

მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს სოფელში შეგროვებული შელოცვები და სამკურნალო საშუალებათა რეცეპტები, დაათვალიერეს მუზეუმი. კონფერენცია იყო ძალიან ორგანიზებული, მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა, დააგროვეს შთაბეჭდილებები.

მონაწილე მოსწავლეები და თემების ხელმძღვანელი მასწავლებლები -  ნაირა ჟიჟავაძე და ინგა მიქელაძე ​დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203