„ეგვიპტე და მისი კულტურა“ - ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე პირამიდის მოდელები დაამზადეს
14-03-2023
ნინოწმინდის N3 სჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე (პედაგოგი კარინე მღდესიან), თემის - „ეგვიპტე და მისი კულტურა“ შესწავლისას, საინტერესო ნიმუშები შექმნეს. მათ პირამიდების მოდელები დაამზადეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეები გაკვეთილზე ასევე ეგვიპტის ისტორიას გაეცნენ. ისაუბრეს, თუ რატომ იყო პირამიდები ეგვიპტელთათვის მნიშვნელოვანი და რაში იყენებდნენ მას. 

გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ცოდნასა და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203