ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ზეიმით აღნიშნეს
14-03-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე მრავალფეროვნად აღნიშნეს.  

მოსწავლეებმა საგანგებოდ გააფორმეს საკლასო ოთახი, თავისვე დამზადებული დეკორაციებით და დიდი სიყვარულით მიულოცეს ქალბატონ პედაგოგებსა და დედებს დღესასწაული.

სკოლაში, მოსწავლეების ემოციების გაზიარებასა და შემოქმედებითი უნარების გაზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

პედაგოგები და სკოლის დირექცია, უზრუნველყოფს ისეთი სასწავლო პროცესის წარმართვას, რომელიც ბავშვების ინტერესებზე იქნება დამყარებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას განაპირობებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203