კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლე ლუკა წოწორიამ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გრან-პრი მოიპოვა
14-03-2023
მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსა და შეჯიბრში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ - ლუკა წოწორიამ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -„ლეონარდო და ვინჩი“ გრან-პრი მოიპოვა.

„ეს ბიჭი ჩვენი სკოლის სიამაყეა!..ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია STEM-ზე, უტა კილასონიაზე, ლუკაზე, თუმცა ისინი ახალ-ახალი წარმატებებით გვანებივრებენ. ესეც მორიგი გამარჯვებაა, ჩვენთან იქმნება გამარჯვების ისტორიები“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გივყვებიან STEM-ში ახლა სხვა მოსწავლეები ემზადებიან წარმატებისთვის.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203