ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ტრენინგი გაიმართა
14-03-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებისთვის ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა - მარიამ ქამუშაძემ ტრენინგი - „ნატო და ევროკავშირი" ჩაატარა, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატოსა და ევროკავშირს საქართველოსთვის. 

შეხვედრა პროგრამა - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშრისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203