ძველი აბაშის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია ღონისძიებით გაიხსენეს
14-03-2023
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე ყოფილა. მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ამ ტრაგიკულ თარიღს ღონისძიება მიუძღვნეს. მათ პატრიოტული თემატიკის ლექსები და სიტყვა წაიკითხეს. გარდა ამისა, თემატური პოსტერიც მოამზადეს.

მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს, დამოკიდებულებები გამოხატეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203