„ოქროს ხანა“- აზიზკენდის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლაში პროექტი „ოქროს ხანა“ განხორციელდა.

მისი მიზანი მოსწავლეებში ქართველი მეფეების შესახებ ცოდნის ამაღლება, კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესება და მოსწავლეებში კვლევითი უნარების გაუმჯობესება იყო.

პროექტის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაამზადეს კედლის გაზეთები, გააკეთეს პრეზენტაციები PowerPoit-ის გამოყენებით. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლე ვალი უმბატოვმა ქართველი მეფეების პორტრეტები დახატა.

ოქროს ხანის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე დისკუსია გაიმართა - მოსწავლეებმა მოიყვანეს არგუმენტები, რამდენად ამართლებს საქართველოს ისტორიის კონკრეტული პერიოდი სახელწოდებას - „ოქროს ხანა".

მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი ისტორიის მასწავლებლის ტამკინ ნაგიევის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203