„ვარდები, მზე და სიცოცხლე დედიკოსათვის მინდა“- ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში საზეიმო საღამო გაიმართა
14-03-2023
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხული სასიამოვნო, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობით დაიწყო. 

სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღსასწაული - დედის დღე აღნიშნეს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საზეიმო საღამო - „ვარდები, მზე და სიცოცხლე, დედიკოსათვის მინდა!“ გამართეს. ისინი აქტივობაში, პედაგოგ მანანა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს. მათ ღონისძიებით სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203