ფუთის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
14-03-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფგელ ფუთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ. 

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლის“  შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული გუნდები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა.

შეჯიბრი ლოგიკურ და სააზროვნო კითხვებს მოიცავდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული გუნდები 2 აპრილს რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

სკოლის დირექცია თამაშის მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203