თბილისის N141 საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
14-03-2023
თბილისის N141 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვაჟა-ფშაველას პოემის, „სტუმარ-მასპინძლის“ შესწავლის შემდეგ, გაჩნდა იდეა - ქართველი ხელოვანის, ივანე მახარობლიშვილის ნახატისა და იაპონელი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და მთარგმნელის იასუჰირო კოჯიმას მიერ ნათარგმნი წიგნის, „სტუმარ-მასპინძლის“ საფუძველზე დაგეგმილიყო პროექტი.

მოსწავლეებმა პრეზენტაცია შთამბეჭდავად და დამაჯერებლად წარადგინეს. მათ შესაძლებლობები და ცოდნა წარმოაჩინეს.

„მადლობა ყველა მონაწილეს, მოწვეულ სტუმარს, სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203