დიდი ჭყონის N1, ოჩესა და ონოღიას საჯარო სკოლების მოსწავლეები მარტვილის თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ
14-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1, ოჩესა და ონოღიას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა გაიმართა.
ისინი მარტვილის თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ და სპექტაკლი „წითელქუდა“ ნახეს. მოსწავლეები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ამ მამოტივირებელმა აქტივობამ მოსწავლეებზე დადებითად იმოქმედა, ისინი სახლში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს