ჭითაწყარის საჯარო სკოლაში, სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა
14-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტი და აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიასა და მოქალაქეობაში ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, X-XI კლასების მოსწავლეები ინტერაქტიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - ლაშა ნარსიამ მოსწავლეებთან გაეროს მდგრად განვითარებასა და მის სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრა.

შეხვერის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და პრეზენტაციების სახით ბიზნეს იდეები წარმოადგინეს.

„ პრეზენტაციაზე მათ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ასახეს კავშირი წარმოდგენილ ბიზნესსა და მდგრადი განვითარების მიზნებს შორის“ , - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეხვედრის მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო და ამ კუთხით მომავალში გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში მათი აქტიური ჩართვა.

მსგავსი შეხვედრები და პროექტები მოსწავლეებს ცოდნასა და მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203