„დედა“ - თბილისის N167 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
14-03-2023

თბილისის N167 საჯარო სკოლაში დედის დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-2 კლასში (კლასის ხელმძღვანელი: ბელა ნავდარაშვილი) მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „დედა“ ჩატარდა.

მოსწავლეები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, საზეიმო გარემო შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას ამაღლებული განწყობა შეუქმნეს. 

ზეიმზე მოსწავლეებმა თამატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბოლოს კი მათ ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და შემოქმედებით უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203