თბილისის N174 სკოლის გუნდმა დაძაბული დებატების შემდეგ საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა
14-03-2023
თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ორგანიზაცია „პრიმუს პაიკის“ ორგანიზებით გამართულ „ისტორიული იმიტაციის“ ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები უდიდესი წარმატებით წარმოაჩინეს. ისინი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდნენ და დაძაბული დებატების შემდეგ, გაიმარჯვეს.
 
მონაწილეებს სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებულ გუნდს კი თასთან ერთად, წმ.ელიას მთაზე ერთდღიანი ტური დაუფინანსდება. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203