აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიციით მიულოცეს
14-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში დედის და ქალთა დღეები განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიციით მიულოცეს.

მოსწავლეები აუდიტორიის წანაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის თემატური ლექსები მხატვრულად დაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203