რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, დებატების ხელოვნებას სწავლობენ
14-03-2023
იმისთვის, რომ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ რუსთავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პროექტებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
ამჟამად, რუსთავის N5 საჯარო სკოლა ახორციელებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“.
პროექტი ხორციელდება GIDE- საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და დებატკლუბების ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში სკოლაში შექმნილია დებატკლუბი, რომელსაც ნათია ბოხაშვილი ხელმძღვანელობს.
მასში აქტიურად არიან ჩართულნი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ისინი სწავლობენ დებატების ტექნიკას, სწორ არგუმენტაციას და მეტყველებას, უყალიბდებათ ოპონენტის აზრის პატივისცემის, ლოგიკური მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარები.
ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით კონკურსით შეარჩია რამდენიმე სკოლა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლა და მათი წარმომადგენლები გადაამზადა ფორმალური დებატების ტექნიკაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს