ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - ირაკლი თურმანიძის წარმატება ჭადრაკის ტურნირში
14-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია სკოლის XI კლასის მოსწავლე ირაკლი თურმანიძე, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის IV თანრიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობდა.

მეთერთმეტეკლასელმა ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა, რისთვისაც მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სასკოლო საზოგადოება მეთერთმეტეკლასელს გაამრჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირები და შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203