თბილისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსახიობებს ინტერვიუები ჩამოართვეს
14-03-2023
თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობამ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩაატარა.,

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები თავისუფალ და გრიბოედოვის თეატრებს ეწვივნენ, წარმატებულ მსახიობებს შეხვდნენ და მათ საინტერესო ინტერვიუები ჩამოართვეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ინტერვიუ ეხებოდა ქალებსა და მათ უფლებებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარადგინეს იმ მითებსა და პრობლემებზე, რომლებსაც საზოგადოება ქალებს უქმნის. მათ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებს ხელს უწყობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203