ჟანივრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
14-03-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 3 მარტთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

სკოლაში მოსწავლეებმა დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს, რომლებიც საინტერესოდ გააფორმეს. მათ თბილი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით გაახარებს მშობლები.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლის გაზეთი შექმნეს, რომელზეც დედების ფოტოები დაიტანეს და მათ მიმართ სიყვარულით აღსავსე სიტყვები დაწერეს.

„ყველა დედა ბედნიერი და გახარებული ყოფილიყოს, გილოცავთ დედის დღეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ხედვის განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203