აბაშის N1 სკოლაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის რეგიონულ პირველობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ
14-03-2023
აბაშის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული პირველობა, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ, რომლებმაც ღირსეულად იასპარეზეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაჟები:

I ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა;
II ადგილი - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა;
III ადგილი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა.

გოგონები:

I ადგილი - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლა;
II ადგილი - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლა.


გამარჯვებული გუნდები სიგელებით, მედლებითა და თასებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი თოფურიამ, ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ზაალ კუციამ და საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ერუვნული ფედერაციის, სასკოლო სპორტის პროგრამების სამეგრელო-ზემო სვანეთის საორგენიზაციო კოორდინატორმა ეკა გვარამიამ დააჯილდოვეს.

პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203