ქობულეთის N5 სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
14-03-2023
ქობულეთის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
მათ შორის არიან, 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მანონი ჯაფარიძე, ანანო ლეჟავა, მარიამ გაზაშვილი და თინათინ სტამბოლიშვილი, რომლებიც კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
კურსდამთავრებულებს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედლები, სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცათ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულს კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა ულოცავს 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მანონი ჯაფარიძეს, ანანო ლეჟავას, მარიამ გაზაშვილს, თინათინ სტამბოლიშვილს ოქროს მედლით დაჯილდოვებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს