ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ღონისძიებით აღნიშნეს
14-03-2023

ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღნიშნა. 

დედისა და ქალთა დღეებს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, თემატური ლექსები წაიკითხეს. 

ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები გულწრფელი სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს მათ დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ ბარათაულის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203