თბილისის N113 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
14-03-2023

ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოებაში“, პროექტი - „კანფეტები“, დაასრულეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემის ირგვლივ პოსტერები შექმნეს, მოიძიეს ინფორმაცია და ტკბილეული დაამზადეს, ასევე მის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს.

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა, მოსწავლეთა სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, სოციალურ პროექტებში მონაწილეობას და აქტიურ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას.

ამ მიზნით პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს აქტიურად ახორცილებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203