დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლემ - რეზო გელბახიან-გულიშვილმა საგანმანათლებლო პროექტში მესამე ადგილი დაიკავა
14-03-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები - რეზო გელბახიან-გულიშვილი და ეკა გერლიანი ისტორიის კონკურსში - „დიდგორელი“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ რეზომ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და წარმატება ახარებთ.

ისტორიის პედაგოგი ზაზა სუბელიანი გახლავთ, რომელიც წარმატებული პედაგოგიური სამიქნობისათვის სიგელით დაჯილდოვდა. 

„დიდგორის საჯარო სკოლა, პედაგოგს წარმატებას და რეზოს, საგანმანათლებლო პროექტში მესამე ადგილზე გასვლას ულოცავს და უსურვებს წარმატებასა და წინსვლას... ასევე ეკას ვულოცავთ წარმატებულ და აქტიურ მონაწილეობას“,-აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აქტიურობას, მათ სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203