კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
14-03-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
2 მარტს, Iბ კლასში, დამრიგებლის - ხათუნა ბორაშვილის ხელმძღვანელობოთ, ჩატარდა ღონისძიება - „დედის დღე“.
ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, სოციალური, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებმა და მასწავლებელმა კლასი გაფორმეს თავიანთი ხელით შექმნილი ხელოვნური ყვავილებით, დაამზადეს მისალოცი ბარათები დედებისთვის, ისწავლეს ლექსები, სიმღერები, იცეკვეს და იმხიარულეს მშობლებთან ერთად, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების მომზადებაში და მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში.
ღონისძიებამ დამწრე საზოგადოება დადებითი ემოციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს