თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩაერთნენ
14-03-2023
თბილისის N142 საჯარო სკოლა მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მოზარდები, პედაგოგთა ხელშეწყობითა და მხარდაჭერით სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადას შეუერთდნენ. მაშტაბურ კონკურსში თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი: Forward Steps, Teamwork Trio, Earth Heroins მონაწილეობდა. მოსწავლეები ოლიმპიადისთვის მასწავლებელმა - ეკატერინე ტაბატაძემ მოამზადა.

ოლიმპიადა, 10 მარტს, ევროსაბჭოს და ხმელთაშუა ზღვის შეთანხმების (EUR-OPA) ეგიდით ჩატარდა და მისი თემა იყო ბუნებრივი და ტექნოლოგიური საფრთხეები.

ოლიმპიადა მოიცავს ონლაინ კონკურს. ვიქტორინა ეფუძნება www.BeSafeNet.net-ის შინაარსს, რომელიც მხარდაჭერილია ევროსაბჭოსგან და შემუშავებულია კვიპროსის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203