მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
14-03-2023
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა დედებს ორიგინალური მისალოცი ბარათები დაუმზადეს, სადაც მათ მიმართ თავიანთი დამოკიდებულება და სიყვარული გამოხატეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საზეიმო განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარეს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203