ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ დევდარიანი ეროვნულ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
14-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ დევდარიანი ეროვნულ კონფერენციში - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“ მომხსენებლად მონაწილეობდა.

მან პრაქტიკაში განხორციელებული მაგალითების საფუძველზე, არაფორმალურ გარემოში სწავლების უპირატესობებზე ისაუბრა.

კონფერენცია 11 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დადებითი ემოციებით აღსავსე იყო.

კონფერენციის მონაწილეებს SEU-ს ადმინისტრაციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

პედაგოგი თამარ დევდარიანი მადლობას უხდის არაფორმალური განათლების ცენტრს და ანა კვიჟინაძეს, არაჩვეულებრივი ღონისძიების ორგანიზებისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ მრავალჯერ ექნება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203