ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
14-03-2023
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის V კლასში რუსული ენის მასწავლებელმა თამილა ბაზანდარაშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი თემაზე - „Праздники“ (დღესასწაულები) ჩაატარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებით დაგეგმილი გაკვეთილი სახალისოდ წარიმართა. მეხუთეკლასელებმა თემატური პლაკატი დაამზადეს, რომელზეც 8 მარტის მისალოცი ტექსტები დაიტანეს და ლამაზი ნახატები დაურთეს. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.