ალგეთის N3 სკოლაში ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
14-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში რუსული ენის მასწავლებლის - როზა იუზბაშევას ხელმძღვანელობით, პროექტი - „ტოლერანტობა“ ხორციელდება.
მასში ჩართულნი არიან სკოლის V, VI, VII და VII კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი საინტერესო აქტივობა.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ნახატების გამოფენა თემაზე - „ტოლერანტობა“, რომელიც სკოლაში 9 თებერვალს გაიმართა. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში, თავიანთი შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
პროექტი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს