„დედავ, სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ - ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო პროექტი 
14-03-2023

ხონის მუნიციპიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საინტერესოდ აღინიშნა. 

პედაგოგ თვალმზისა გიორხელიძის ორგანიზებით, პირველ კლასში პროექტი - „დედავ, სიცოცხლის ტკბილო საწყისო!“ განხორციელდა.

პროექტის თანახმად, პატარებმა საკლასო ოთახში გაზაფხულის სურნელი დაატრიალეს და სივრცე ყვავილებით მორთეს, შემდეგ კი ბარათები ლამაზად გააფორმეს და დედებიც დახატეს.

მასწავლებელმა კი პატარებს სიურპრიზი ვიდეორგოლის სახით მოუწყო.

აღსანიშნავია, რომ ნამაშევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთ ღონისძიებას, პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203