აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებსა და პროექტებზე წარმატებით მუშაობენ 
14-03-2023
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა განათლების რეფორმის კვალდაკვალ ახორციელებს საინტერესო პროექტებს, ნერგავს სწავლების ახალ სტრატეგიებს, რათა აამაღლოს სწავლის ხარისხი.

სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, ბავშვები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, მეხუთეკლასელებმა წარმატებით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე. მუშაობის პროცესი მათთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს. 

მათ ასევე წარმატებით განახორციელეს პროექტი - „კრწანისის ყაყაჩოები“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203