„ვუსმენთ და ვხატავთ მუსიკას“ - ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მუსიკის გაკვეთილი
14-03-2023

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-7 კლასში ჩატარებული წარმტაცი გაკვეთილი, რომლის თემა გახლდათ - ინტონაციური ფორმულა - Dies Irae.

მოსწავლეებმა მუსიკით მიღებული ემოცია ნახატებით გადმოსცეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

საინტერესო გაკვეთილი მოსწავლეებს მუსიკის პედაგოგმა - ნატალია ღონიკაშვილმა შესთავაზა. 

„ვუსმენთ და ვხატავთ მუსიკას“- აღნიშნავენ მეშვიდეკლასელები, რომლებისთვისაც გაკვეთილი შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203