„დედაშვილობა სიცოცხლის ლამპარი...“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ღონისძიება
14-03-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო, საზეიმო თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას და მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლის დაწყებითების კათედრის ინიციატივით მოეწყო.
I-VI კლასების მოსწავლეებმა (დამრიგებლები: თ.ზარნაძე, ნ.არაბიძე, ე.ჩუბინიძე, ფ.კლდიაშვილი, ნ.ფუტკარაძე, ლ.ფუტკრაძე) დედებს, პედაგოგებსა და ბებიებს გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმო განწყობით მიულოცეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსები და სიმღერები დედაზე, ცეკვები, თეატრალურ-იუმორისტული ინსცენირებები.
მხიარული ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი იყო ემიგრანტი დედებისადმი მიძღვნილი ლექსები. ზეიმი თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ეკრანზე გადიოდა მოსწავლეთა დედებთან ერთად გადაღებული კადრები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე მოსწავლეებს, მათ დედებსა და ბებიებს.