რუისის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
13-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად კი, გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, მონაწილე გუნდები ჩემპიონატს დიდი სიხარულით შეხვდნენ და დამსახურებული წარმატებაც მოიპოვეს. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203