თერჯოლის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის Illა კლასის მოსწავლეებმა ლამაზი, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს.
ის კლასის დამრიგებლის ქეთევან გეწაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და დედის დღეს ეძღვებოდა. მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ თითოეულ ლექსში, სიტყვაში, სიმღერასა თუ ცეკვაში დედისადმი უდიდესი სიყვარული იყო ჩაქსოვილი.
„ვიდრე დედა გვყავს, ჩვენ ვართ ძლიერი“,- მოსწავლეებმა ღონისძიება ამ ფრაზით დაიწყეს და დაამთავრეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ღონისძიებაში ჩაქსოვილი იყო უდიდესი სიყვარული დედისადმი, რომელსაც სტკივა შვილის ტკივილი და უხარია შვილის სიხარული. მხოლოდ დედას შეუძლია შვილის უანგარო სიყვარული! დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: