ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს
13-03-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ზეიმი გამართეს. 

აქტივობა გაზაფხულსა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების წევრთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით აღინიშნა მუსიკალური ნომრების ხარისხი და დარბაზის გაფორმება, რომელზეც სკოლასთან არსებული ანსამბლის - „შევარდენის“ (ხელმძღვანელები - ნანა ღიბრაძე და ბორის დადუნაშვილი) ქორეოგრაფმა მერი დადუნაშვილმა იზრუნა.

კლასის დამრიგებელი მაკა ფხაკაძეა.

„ეს იყო ემოციებით და სიყვარულით გამთბარი საღამო, რომელზეც მოწვეულ პედაგოგებს, დედებს და ბებიებს, პატარა აღსაზრდელებმა ულამაზესი ცეკვებით და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე. ღონისძიების ფარგლებში, დედები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახალისო აქტივობებში და მუსიკალურ ნომრებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203