კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
13-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული - 3 მარტი აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-2 კლასში სასიამოვნო ჟრიამული იყო. მოსწავლეები დედებს ელოდებოდნენ და ყვავილებით ხვდებოდნენ. 

მათ მშობლებს გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე მიულოცეს, ლექსები მიუძღვნეს და სიმღერები უმღერეს. მოსწავლეებმა აქტივობებით სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. 

ღონისძიების ხელმძღვანელი შორენა ხორბალაძე, მუსიკის მასწავლებელი: თამარ ლომიტაშვილი, ხოლო ხელოვნების მასწავლებელი ინგა ხაჩიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203