ლეცავეს საჯარო სკოლის მესამეკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება
13-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ელისო ადამია) ღონისძიებაზე დედებს ყვავილები მიართვეს და მათ ეს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, თემატური სიმღერები შეასრულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

მოსწავლეთა საზეიმო განწყობამ მთელი სკოლა მოიცვა და განწყობა ყველას აუმაღლა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - ირინა ცაავამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203