საპრასიის, ისრითისა და ტობანიერის საჯარო სკოლების მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში მონდომებით მონაწილეობენ
13-03-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის, ისრითის და ტობანიერის საჯარო სკოლების მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან, ისინი არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ვანის სასპორტო სკოლის დარბაზში, მაგიდის ჩოგბურთში 2010-11, 2012-13, 2014-15 წწ-ში დაბადებულ მონაწილეებს შორის საგაზაფხულო ტურნირი გაიმართა. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები სწორედ მასში მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
დაძაბული და ემოციური თამაშების შედეგად გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები.
კატეგორია - 2014-15 წწ-ში დაბადებული გოგონები - I ადგილი - ბელა ხურციძე (საპრასია), II ადგილი - ანასტასია ხელაძე (საპრასია), III ადგილი - ლიზი ლომინაძე (საპრასია).
ვაჟები - I ადგილი ბონდო ოქროპილაშვილი (საპრასია), II ადგილი - დემეტრე გოგიბერიძე (ისრითი), III ადგილი - შერმანდი ოქროპილაშვილი (საპრასია).
კატეგორია - 2012-13 წწ-ში დაბადებული გოგონები - II ადგილი - ანამარია ხურციძე (საპრასია), III ადგილი - ელენე მესხი (ისრითი).
ვაჟები - II ადგილი - ლუკა გიორგაძე (საპრასია), III ადგილი - გიორგი დვალიშვილი (ისრითი).
კატეგორია - 2010-11 წწ.დაბადებული გოგონები - I ადგილი - მარიამ ჯანელიძე (საპრასია), II ადგილი - მარიამ შელია (ისრითი).
ვაჟები - II ადგილი - ავთო ჯანელიძე (საპრასია), III ადგილი - ერეკლე გოგიბერიძე (ისრითი),
აღსანიშნავია, რომ თასი საპრასიის საჯარო სკოლის გუნდს გადაეცა. სკოლებში მოსწავლეთა მიღწევებით ძალიან ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს