ბათუმის N22 სკოლის პირველკლასელებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
13-03-2023

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნინო ურუშაძე) ღონისძიებაზე თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს.

მათ ასევე ზეიმზე დედებისთვის მიძღვნილი ჩანახატები წაიკითხეს, რამაც დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

„პატარებმა საოცარი ემოციებითა და ლამაზი სიტყვებით, საკუთარი ხელნაკეთი მისალოცი ბარათებით გააოცეს მათი დედიკოები. საღამოს სიხარულის ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და  ღონისძიებები მოსწავლეებში შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას მეტად უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203