„საუკეთესო მკითხველი“ - საინტერესო კონკურსი იმერის საჯარო სკოლაში
13-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იმერის საჯარო სკოლაში პედაგოგ ზურაბ ვანაძის ორგანიზებით ჩამოყალიბებულია მკითხველთა კლუბი, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლეა გაერთიანებული. 

მკითხველთა შორის, წელიწადში ორჯერ ტარდება კონკურსი. იმარჯვებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ყველაზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული და შემდეგ, შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მასწავლებლისთვის ჩაბარებული. 

1 მარტს სკოლაში, მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფრგლებშიც გამოვლინდა კონკურსის -  „საუკეთესო მკითხველი“ სამი გამარჯვებული.

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და წამახალისებელი საჩუქრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203