გლოლის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა
13-03-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა, საინტერესო ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა მოაწყვეს, ასევე კლასში „იავნანა“ გააჟღერეს და ამით დედების მიმართ პატივისცემის, სიყვარულის და მადლიერების გრძნობა გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ ნახატების გამოფენა მოეწყო, თემაზე - „დედის დღე და გაზაფხული“. 

ბოლოს კი, პატარებმა დედებს სიმბოლური საჩუქრები, თავიანთი დამზადებული ყვავილები და მისალოცი ბარათები გადასცეს. 

„მადლობა, გადაუხადეს დედებს კარგი დედობისათვის, ქვეყნად მშვიდობისათვის, დიდი გმირობისათვის და ქართველ ქალობისათვის...

მიულოცეს საქართველოს ქალებს, როგორც ყველაზე სათნოებს, 8 მარტი- ქალთა დღე და უსურვეს მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება...“,- გვიყვებიან სკოლაში. 


იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203