ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი შთამბეჭდავად მიულოცეს
13-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღე საზეიმო განწყობითა და შთამბეჭდავი წარმოდგენით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა, საზეიმოდ გააფორმეს სცენა და სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ. ​

მოზარდებმა ემოციური სიტყვით მიმართეს თავიანთ დედებს და მიულოცეს 3 მარტი. 

ასევე ბავშვებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო ფერადოვანი და სახალისო ელფერი შესძინა. 

მოსწავლეები ყველა დედას კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ულოცავენ ამ დღეს და უსურვებენ ყოველივე საუკეთესოს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203