ნახუნაოს საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
13-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სარვამარტოდ საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის - ლეილა ტაძაღუას ხელმძღვანელობით აღნიშნეს. მათ სახალისო კონცერტი მოაწყვეს, სადაც ბავშვებმა დედებს და მასწავლებლებს ლექსები მიუძღვნეს.

მათ ასევე იცეკვეს, იმღერეს, ბოლოს კი მასწავლებლებსა და დედებს მისალოცი ბარათები აჩუქეს, რამაც ისინი გაახარა.

აღსანიშნავია, რომ  მსგავსი  აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203