„ჯანსაღი კბილები - ლამაზი ღიმილი“- ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, სტომატოლოგს უმასპინძლეს
13-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერეო და მამოტივირებელი აქტივობა იამართება.

ამჯერად, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელმა ხათუნა უსტიაშვილმა I და I კლასებში პროექტი - „ჯანსაღი კბილები - ლამაზი ღიმილი“, განახორციელა.

გაკვეთილს საგნის მასწავლებელთან ერთად, მოწვეული სტომატოლოგი ხათუნა ბეჟანიძე უძღვებოდა. მოსწავლეებისთვის პროექტის ეს ნაწილი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მათ სტუმარს, საჭირო და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, მადლობა გადაუხადეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინფორმულობას, ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203