ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს
13-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება მე-6 და მე-7 კლასებში, პედაგოგ მარინა ზარქუას ხელმძღვანელობით ჩატარდა. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით, პედაგოგებისა და მშობლებისთვის, 3 და 8 მარტის მისალოცი ბარათები შექმნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნამუშევრების შექმნისთვის რესურსად მოსწავლეებმა კონვერტები, ფერადი ფურცლები და ფლომასტერები გამოიყენეს.
მოსწავლეთათვის ბარათების შექმნის პროცესი ძალიან სასალისო იყო. აღნიშნული ნამუშევრებით მშობლებიც და მასწავლებლებიც კმაყოფილნი დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს