გეტას საჯარო სკოლაში უცხო ენების ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო სასწავლო პროექტი განხორცილედა
13-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში სასწავლო პროექტი - „მსგავსება-განსხვავებანი რუსულ და ინგლისურ ენებს შორის“ განხორციელდა, რომელიც პედაგოგებმა: თუქაზმან მამედოვამ და ჰანიმ მირზაევამ დაგეგმეს და მოსწავლეებს შესთავაზეს.

პროექტი მიმდინარეობდა 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით და მასში ჩართულნი იყვნენ XI-XII კლასების მოსწავლეები.

„მისი მიზანი სამიზნე ენების გრამატიკულ მახასიათებლებზე დაკვირვება და მათ შორის მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს რუსული და ინგლისური ენების სასწავლო რესურსები: გრამატიკული პოსტერები, სქემები, ცხრილები და შემდგომ მათი პრეზენტაცია მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მოსწავლეებს აღნიშნულ ენებში ცოდნის გაღრმავებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსწავლეებს ცოდნას უღრმავებს, სკოლა ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203