
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლაში მოსწავლეებმა დედებს და მასწავლებლებს 8 მარტი და გაზაფხული დიდი სიყვარულით მიულოცეს. მათთვის მისალოცი ბარათები თავად დაამზადეს, თემატური ნახატები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და მასწავლებლებსა და დედებს ყვავილები მიართვეს.
მოსწავლეთა საჩუქრებმა დედები და პედაგოგები დადებითი ემოციებით დამუხტა და გაახარა.
აღნიშნული აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: